ხობში პრეაქსელერაციის პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით პრეაქსელერაციის პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, IT Knowledge-თან თანამშრომლობით, პრეაქსელერაციის პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც 14-დღიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს ადგილობრივ მეწარმეებს ინოვაციური ბიზნეს იდეების განვითარებაში.

პროგრამის პირველ ეტაპზე ჩატარდება Ideation Workshop – იდეების გენერირების 2-დღიანი ვორკშოპი, რომელშიც ადგილობრივი, დაინტერესებული პირები მიიღებენ მონაწილეობას.

იდეების გენერირების ვორკშოპი დგილობრივ მეწარმეებსა და ახალგაზრდებს დაეხმარება ბიზნეს იდეების გენერირებასა და მათი განვითარებისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს