- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში 2021 წელს, ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 784 ათასი ლარის ღირებულების ორმოცდაცხრა პროექტი განხორციელდა.
უწყების ცნობით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სოფლებში მოეწყო გარე განათება და ხიდების, ხიდ-ბოგირების, შიდა სასოფლო გზების, სანიაღვრე არხების, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა.
პროექტები მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩიეს.მომწონსკომენტარის დატოვებაგაზიარება