- ხობში, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფეინთბოლის ჩემპიონატში ხობელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 10 გუნდი მონაწილეობდა.
ფეინთბოლში მუნიციპალური პირველობის გამარჯვებული გუნდი საჯიჯაოს „გოგე“ გახდა, მეორე ადგილი ახალსოფლის “ჯიჯივაიპმა” დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე პირველი ხორგის გუნდი “დრაკონები” გავიდა.
ჩემპიონატს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.