- ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, სასოფლო გზების ნაწილი, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოვარდნილმა წყალმა ცენტრალურ გზაზე დროებით შეაფერხა საავტომობილო მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები და ხობის მერიის სამსახურები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან წმენდენ არხებს და შიდა გზებს.
ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას მერიის სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან და ზარალს ითვლიან.