ხობში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 4 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, აბაშის, ხობის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა 117 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა.

კომენტარის დატოვება