ხორგაში სამელიორაციო არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გამოღმა შუა ხორგაში სამელიორაციო არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად შუა ხორგაში ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება მთავარი წყალშემკრები არხები.

ხობის მუნიციპალიტეტის მეიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად არხებში წყლის გამტარიანობა გაიზრდება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება.

სამელიორაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ აწარმოებს.