- ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხობისმუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად: ნატანი მასისგან იწმინდება არხი, მოეწყობა ეზოში შესასვლელები და ბეტონის სათავისები.
“სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ,,გზა მშენებელი 13“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ დაათვალიერეს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.