13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას ორი ხობელი ახალგაზრდა – ინდირა და ლიზი ზარანდიები ემსხვერპლა.


ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.


2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 2 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.