2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

  • ხობის მუნიციპალიტეტში ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ, მოადგილემ დავით ბერაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ხობის მუნიციპალიეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალთან გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სახელთა უკვდასაყოფად ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,კოლხეთმა“ საგალობელი და ხალხური სიმღერები შეასრულა.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში, მღვდელმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.

+16