- 8 აგვისტოს, ხობში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სენაკის სამხედრო ბაზის ჯარისკაცები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა სულებს სანთლები დაუნთეს.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის ხობელი ბიჭები გოგა ბერაია, მიხეილ იოსავა, ლევან ჭოჭუა, დათა ხურცილავა, გოგა ჭითანავა, ზვიად დათუაშვილი, ლევან ტურავა, გოგიტა ქარჩავა და რამაზ კიტია.
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ქალაქ ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარმა დეკანოზმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.