- მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის” და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამების მიზნებზე, ამოცანებზე, დაფინანსების მოცულობაზე და მიმდინარე წელს სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
მომხსენებლის განცხადებით: „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ 2023 წლის პროექტის მიხედვით დაფინანსების მოცულობა იზრდება და შეადგენს 609950 ლარს. მომავალი წლის მუნიციპალურ პროგრამას დაემატა მარტოხელა ხანდაზმულთა შინმოვლის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ პირთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამები.
პრეზენტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს წევრები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, სასოფლო ამბულატორიების თანამშრომლები, თვითმმართველობის იურიდიული პირების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ – ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.