ქვემო ქვალონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. მედიის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი გადავიდა და ბიძს შეეჯახა. ფაქტზე გმიმდინარეობს.

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შაქრიანი დიაბეტის „ტიპი 1“ დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. უწყების ცნობით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მეოთხე თაობის მოწყობილობა – Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. „როგორც მესამე, ისე...

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 5 და 9 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. “კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. გარემოს ეროვნული...

მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. “ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. წლის განმავლობაში განაცხადების მიღება ორ ეტაპად ცხადდება და...

შეხვედრა ფერმერებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააკონფერენციო დარბაზში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, ხობის მუნიციპალიტეტის ბიზნეს სექტორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის კონცეფციის შესახებ....

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ტოიოტა პრიუსი“ ტრაილერს დაეჯახა. დაშავებულების მდგომარეობას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე

12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, იქ სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული, წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ცოტნე დადიანი წმინდანად 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შეირაცხა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წირვას...

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. “კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია....

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. “მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობეთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი.ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში. აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს.”-ნათქვამია...