2008 წლის ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

8 აგვისტოს, ხობში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სენაკის სამხედრო ბაზის ჯარისკაცები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა სულებს სანთლები დაუნთეს. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე...

დღეს, საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა...

შოვში, გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყერი ჩამოწვა.18 ადამიანი დაიღუპა ხოლო 17 დაკარგულად ითვლება. სამაშველო ძალები აქტიურად არიან ჩართული სამძებრო სამუშაოებში.სამძებრო სამუშაოებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის...

ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

“ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს” ხატი ხობში

ქალაქ ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს“ ხატი დააბრძანეს. ხატზე გამოსახულია ხელაპყრობილი და მვედრებელი დედა ღვთისა.ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებამ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისს მრევლთან ერთად ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ. ხობის...

მერი ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია მერის სათათბირო ორგანოს -ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალგაზრდული საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიურად მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სათათბირო ორგანოს წევრებმა, საბჭოს უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ახალგაზრდული საბჭოს...

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგი გამოქვეყნდა. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების...