ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხობში სალოტბარო სკოლა დაფუძნდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას ლოტბარ-რეგენტი აკაკი კუპრავა შეასწავლის. 1 თებერვალს, 15:00 საათიდან, ხობის კულტურის სასახლეში სალოტბარო სკოლის მოსწავლეები შეირჩევიან. ხობის სალოტბარო სკოლაში სწავლა უფასოა. სკოლაში ბავშვები მიიღებიან 6...