მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტი იზრდება

მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. „მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული...

ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა

ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. “კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ. ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი...

12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას უფასოდ იღებენ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დასახელების ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს მაღალი...

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და შესაბამისი დადგენილების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირებას მოახდენს და სესხის გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. “საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას სს...

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ...

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“(უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე...

ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შსს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. “ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს...

ხობში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს

ქალაქ ხობში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ პარკში მოწყობილია საშობაო ბაზრობა, ფოტოს გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ბავშვების საზეიმო განწყობაზე ზრუნავენ ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები, ანიმატორები და ორკესტრი. სადღესასწაულო საღამო გალა კონცერტით დასრულდება. მსმენელის წინაშე გიორგი მახარაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ჯგუფი ,,შერეკილები" წარდგებიან.