ხობის მუნიციპალიტეტის გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის და თორსა-დღვაბა-ხამისკურის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 448 ათას ლარზე მეტია. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. დასახლებებში გზების რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის...