ხორგაში სამელიორაციო არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გამოღმა შუა ხორგაში სამელიორაციო არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად შუა ხორგაში ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება მთავარი წყალშემკრები არხები. ხობის მუნიციპალიტეტის მეიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად არხებში წყლის გამტარიანობა გაიზრდება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება. სამელიორაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ აწარმოებს.