ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ბიაში ხიდი სტიქიის დროს დაზიანდა და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 48498 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს, ხობის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებული 13 ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხობის მუნიციპალიტეტს 705000 ლარი გამოეყო.