ახალ ხიბულაში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია სპორტული, ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედანი და რეკრეაციული სივრცე. შენობის ეზოში და შესასვლელებთან მოეწყობა შშმ პირთა პანდუსები, ხოლო შენობაში დამონტაჟდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული ლიფტი. სკოლა უზრუნველყოფილ იქნება ვიდეომეთვალყურეობის, სახანძრო...