ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე,...
ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებს მიმართავს
ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. “გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; თან...
ხობის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია: ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების “ 25-ვე სტრუქტურულ ერთეულში. რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ბავშვის დაბადების მოწმობა (2 ეგზემპლარი); ჯანმრთელობის ცნობა (ჩატარებული აცრების მითითებით); შშმ ბავშვის შემთხვევაში, ფორმა №IV-100 ან ფორმა №50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში...