საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. ფოთის, სენაკის, ხობის მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის დელეგატი გიორგი ხახუბია იქნება. გიორგი ხახუბია ამჟამად ხსენებულ საარჩევნო ოლქში მოქმედი მაჟორიტარია.
“ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს” აკუსტიკური და ციფრული პიანინო გადაეცა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში - "სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება" გამარჯვებულ "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს" აკუსტიკური და ციფრული პიანინო გადაეცა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადმოცემული აკუსტიკური პიანინოს ღირებულება 15000 ლარია, ხოლო ციფრული პიანინოსი - 4800 ლარი. პროექტის მიზანს უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში...
ხობში ბენეფიციარებს სამშენებლო მასალები გადაეცათ
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. ბენეფიციარებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი, სახლის გადასახური მასალა, ხოლო ავარიული სახლების გასამაგრებლად - ცემენტი და ბლოკი გადაეცემათ. ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 113 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა 40 ოჯახს...
რიკოთის ახალი 1800 მ-იანი გვირაბი გაიხსნა
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია. “დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება....
ხობში წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
16 აგვისტოს ხობის ცენტრალურ პარკში გაიმართება ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი ჯგუფ "ურსას" და DJ Zukay მონაწილეობით.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024...
ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
ქალაქ ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა სულებს სანთლები დაუნთეს. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ...
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
აგვისტოს ხუთ დღიანი ომიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. უწყების ცნობით, განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის...
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი ინვენტარით აღიჭურვა
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვა. "ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ფიტნეს დარბაზისთვის შეძენილი ინვენტარი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მერის მოადგილეებმა რევაზ ზაქარაიამ და დავით ბერაიამ დაათვალიერეს. ფიტნეს ცენტრის დარბაზისთვის 33 დასახელების, 116670 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით იქნა შეძენილი. სპორტული სავარჯიშო ინვენტარი მოიცავს: სარბენ...