2024 წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები სახელმწიფო დაწესებულებებში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების 13 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. იხილეთ ვაკანსიები: ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი საქმისწარმოების საკითხებში - https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88188… ადმინისტრაციული...
ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.