ბიაში, ჭიხუში და ჯაპიშაქარში გარე განათების, ხოლო სოფელ გაშფერდში მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბიაში, ჭიხუში (პირველი მაისი) და ჯაპიშაქარში გარე განათების, ხოლო სოფელ გაშფერდში - მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 მილიონ 21 ათასი ლარის ღირებულების 53 პროექტი განხორციელდება. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა განსახორციელებელი პროექტები...