შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლები გაიხსნა

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ანა არაბულმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლების გახსნეს და პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა....

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.