ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ზემო ქვალონის და შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის და შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში (საალანიო-საფაჩულიო, სახოჭოლავო, ზემო ქვალონი, გვიმარონი და ჭითაუშკური) გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 80765 ლარია. "ზემო ქვალონის და შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში გარე განათების მოწყობა ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წელს ”სოფლის...
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ...
ბიაში, ჭიხუში და ჯაპიშაქარში გარე განათების, ხოლო სოფელ გაშფერდში მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბიაში, ჭიხუში (პირველი მაისი) და ჯაპიშაქარში გარე განათების, ხოლო სოფელ გაშფერდში - მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 მილიონ 21 ათასი ლარის ღირებულების 53 პროექტი განხორციელდება. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა განსახორციელებელი პროექტები...
მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს
საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. “საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის...
ხობის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა
ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში გამართული მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ და მსოფლიო პირველობაზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცეს. ხობის მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოლდოვას რესპუბლიკის ქალაქ კიშინეუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე "ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის...
საგვიჩიოში მინი სტადიონის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ ზენში მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში მინი სტადიონის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ ზენში (საჯიჯაო) - მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 53 პროექტი განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 1 მილიონ 21 ათასი ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტში...
დღის ბოლოდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხობში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 40 ოჯახს სამშენებლო მასალები გადაეცა
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლის გადასახური მასალა, ხოლო ავარიული სახლების გასამაგრებლად - ცემენტი და ბლოკი გადაეცათ. ხობის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 113 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა 40 ოჯახს გადაეცა. ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში...