საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პარალელურად ქალაქ ხობში ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება. მიმდინარე წელს ახალსოფელში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი აშენდა, ხოლო შუა ქვალონის, ხამისკურის და პირველი მინი სტადიონების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. “თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის...

ხობში აკაკი შანიძის, ზაქარია ფალიაშვილის და სამეგრელოს ქუჩებზე გარე განათების სისტემა მოეწყო

ქალაქ ხობში აკაკი შანიძის, ზაქარია ფალიაშვილის და სამეგრელოს ქუჩებზე გარე განათების სისტემა მოეწყო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარე განათების სისტემის მოწყობის პროექტი მოსახლეობის ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

1 ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით...

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით: მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეფორმაში ჩართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შესაძლებლობას აძლევს 2025 წლის ბოლომდე, სრულიად უფასოდ აზომონ და დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთი.

რომან გულიაშვილის სახელობის რეგიონული ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში სპორტის ოსტატისა და დამსახურებული მწვრთნელის, რომან გულიაშვილის სახელობის რეგიონული ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში 110-ზე მეტი ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი მოჭიდავეები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. სპორტულ შეჯიბრებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“...

24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. “თბილისში 24-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...

25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადდა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკო-ს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. „ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების...

ხობში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნას ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი ესწრებოდნენ. გახსნის...