ხობში “ევროპის სპორტის კვირეული” გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება გაიმართა. კვირეულის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართა: ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ნარდში. ტურნირების გამარჯვებულ და პრიზიორ მონაწილეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. კვირეულის დასკვნით ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა...

ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრად დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. წულაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ალექსანდრე წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაციისთვის: გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.