ხობში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, 22 ოქტომბერს, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები, ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, მოქალაქეებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ. პაციენტებს მოემსახურება: გასტროენტეროლოგი; კარდიოლოგი; ქირურგი; თერაპევტი; რადიოლოგი; ტრავმატოლოგი; ნევროლოგი; ენდოკრინოლოგი; პედიატრი. უფასო სამედიცინო აქცია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შუა ხორგის ამბულატორიაში ჩატარდება. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია...