ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პარალელურად ქალაქ ხობში ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება. მიმდინარე წელს ახალსოფელში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი აშენდა, ხოლო შუა ქვალონის, ხამისკურის და პირველი მინი სტადიონების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. “თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის...