ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ღელე უჩაღალუს კალაპოტი იწმინდება. უწყების ცნობით, პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 292777 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. "პროექტის შესაბამისად ღელეზე სამ ადგილას მოეწყობა ხიდი და გაიწმინდება 1735 მეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია...