ეკურთხა თორსის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის კურთხევა მოხდა. საღმრთო ლიტურგია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. თორსის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის აშენების ინიციატორი და ქტიტორი თორსის მკვიდრი მიხეილ ღურწკაიაა. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთი

ხობში სასკოლო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ხობის მუნიციპალიტეტის სასკოლო გუნდური ჩემპიონატი გაიმართა ჭადრაკში. ტურნირში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოჭადრაკეთა ოცი გუნდი მონაწილეობდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველი ადგილი შუა ხორგის საჯარო სკოლამ მოიპოვა. მეორე ადგილის მფლობელი გახდა ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლა. მესამე ადგილი მოიპოვა სკოლა “არეამ“ გამარჯვებული და პრიზიორი...

15-18 ნოემბერს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...