გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითდად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება. ‘თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და...
ცესკომ დღევანდელ სხდომაზე 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294. არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ესენი არიან: ქართული ოცნება;...
16 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...
ეკურთხა თორსის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის კურთხევა მოხდა. საღმრთო ლიტურგია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. თორსის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის აშენების ინიციატორი და ქტიტორი თორსის მკვიდრი მიხეილ ღურწკაიაა. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთი
ხობში სასკოლო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ხობის მუნიციპალიტეტის სასკოლო გუნდური ჩემპიონატი გაიმართა ჭადრაკში. ტურნირში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოჭადრაკეთა ოცი გუნდი მონაწილეობდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველი ადგილი შუა ხორგის საჯარო სკოლამ მოიპოვა. მეორე ადგილის მფლობელი გახდა ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლა. მესამე ადგილი მოიპოვა სკოლა “არეამ“ გამარჯვებული და პრიზიორი...
15-18 ნოემბერს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...
საქართველოს მოსახლეობის აღწერა იწყება
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება. უწყების ცნობით, აღწერის პირველ ეტაპზე, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მოსახლეობას საშუალება ექნება, გაიაროს თვითრეგისტრაცია. “თვითრეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ შენ შეძლებ თავად შეავსო კითხვარი და უპასუხო აღწერისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და...
გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა მარულაში
ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა მარულაში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში პირველი ადგილი – მიხეილ ნინუამ (ახალსოფელი), მეორე ადგილი – გიორგი ძაგანიამ (გურიფული), მესამე ადგილი კი – თემურ კუპრაძემ (ახალსოფელი) დაიკავა. გამარჯვებულ და პრიზიორ ცხენოსნებს თასები და სიგელები გადაეცათ, ხოლო პირად საბანკო ანგარიშზე ფულადი ჯილდო ჩაერიცხებათ.
უჩაღალუს კალაპოტი იწმინდება
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ღელე უჩაღალუს კალაპოტი იწმინდება. უწყების ცნობით, პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 292777 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. "პროექტის შესაბამისად ღელეზე სამ ადგილას მოეწყობა ხიდი და გაიწმინდება 1735 მეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია...
5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს....