ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. უწყების ცნობით, ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდანაა...