ხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მედიის ინფორმაციით, ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.