14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.

ხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მედიის ინფორმაციით, ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ...

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: “საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა...