„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის, ხეთის და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში (საკუკავო, ხამისკური, საქირიო, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა, თორსა, დღვაბა და საბუკიო) დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით სოფლისთვის პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი....