ქალაქ ხობში, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშებამ მინი ფეხბურთში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში ქალაქ ხობის, თორსა-დღვაბის, ახალსოფლის, ხამისკურის, საჯიჯაოს, ხეთის, ახალი ხიბულის, გურიფულის, ეროვნული გვარდიის და სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდები მონაწილეობენ.