ქალაქ ხობში, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშებამ მინი ფეხბურთში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში ქალაქ ხობის, თორსა-დღვაბის, ახალსოფლის, ხამისკურის, საჯიჯაოს, ხეთის, ახალი ხიბულის, გურიფულის, ეროვნული გვარდიის და სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდები მონაწილეობენ.
11-13 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “11-12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და უნალექო მინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,-3, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება....
ხობის მუნიციპალიტეტში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის, ხეთის და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში (საკუკავო, ხამისკური, საქირიო, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა, თორსა, დღვაბა და საბუკიო) დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით სოფლისთვის პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი....
8-10 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. “ქ. თბილისში 8-9 თებერვალს შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება....
ხობში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო
ქალაქ ხობში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება ქალაქ ხობში ცოტნე დადიანის ქუჩა N208, N210, N212-ში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა N11, N13, N17, N19-ში და ზვიად გამსახურდიას ქუჩა N18, N20 და N22-ში მდებარე კორპუსების სახურავები. სახურავების რეაბილიტაციის პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან...
4-6 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. “თბილისში 4 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 5-6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი....