ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ერთი მილიონ ოცდაერთი ათასი ლარის ღირებულების 53 პროექტი განხორციელდა. უწყების ცნობით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოეწყო სკვერები, გარე განათების სისტემები, მინისტადიონი, მილხიდები და ხიდბოგირები. ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, აშენდა მოსაცდელები და რეაბილიტირდა გზები. 2024 წელს, მოქალაქეებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში...