ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში, ჩატარდა დასავლეთ საქართველოს პირველობა მკლავჭიდში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში 14 მუნიციპალიტეტიდან 100 სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილის მფლობელები სიგელებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.