3 868 ადამიანი აიცრა 2 ნოემბერს

  • 3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.6 პროცენტია, სრულად კი ვაქცინირებულია 944 520 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1 პროცენტია.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი. 

კომენტარის დატოვება