8-10 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი

  • გარემოს ეროვნული სააგენტო, 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს.

“ქ. თბილისში 8-9 თებერვალს შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 8-9 თებერვალს შედარებით ცივი და ზოგან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 8-9 თებერვალს შედარებით ცივი და ზოგან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 8-9 თებერვალს ზოგან თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 8-9 თებერვალს ზოგან თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.”-ნათქვამია ინფორმაციაში.