სოფელ კუთხენოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხენოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად 1.7 – კილომეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გაბიონი, ბეტონის არხი და რკინის ცხაურები.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “ბილდინგ გრუპ17” აწარმოებს.

კომენტარის დატოვება