ხობმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

  • ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, წყალი შევიდა რამდენიმესახლის პირველ სართულზე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება არხები.

ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობა. სტიქიით გამოწვეული ზარალის მოცულობას შესაბამისი კომისია ითვლის.

კომენტარის დატოვება