ხობში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ახსნა-განმარტების საფუძველზე გადამოწმდა ჭრის ადგილი, შედგა შესაბამისი აქტები. ავტომანქანა დაილუქა.

“საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება”.-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება