საქართველოში ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 477 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 204, „პისიარ“ ტესტით – 8 273.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,2%, ბოლო 14 დღის – 9,64%, ბოლო შვიდი დღის – 10,41%.

კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 916 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 302 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა – 89, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 146, შიდა ქართლი – 81, გურია – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი – 162, მცხეთა-მთიანეთი – 64, სამცხე-ჯავახეთი – 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

კომენტარის დატოვება