ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

  • შპს „საქართველოს მელიორაცია“, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ხობი-უტორას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარეს. ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.-ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები მუნიციპალიტეტში 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის. დამშრობ მასივზე სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.

კომენტარის დატოვება