- ხობის მუნიციპალიტეტში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ხობი-ახალი ხიბულის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებოდნენ, ხოლო ახალ ხიბულაში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და თოვლისგან იწმინდება გზის სავალი ნაწილი.
ახალ ხიბულაში ადგილზე მობილიზებულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადა და ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგიის მიწოდება უმოკლეს დროში აღუდგება.