- სურსათის ეროვნული საააგენტოს ინფორაციით, ხობის მუნიციპალიტეტიდან მსხვილფეხა საქონლის დაცემასთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა განახორციელეს მყისიერი რეაგირება.
უწყების ცნობით, ადგილზე ჩატარდა მოკვლევა და აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ინფექციური დაავადებები არ გამოვლინდა.
“სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ფერმერებს დაიცვან ცხოველთა სადგომებში ზოგადი ვეტერინარული მოთხოვნები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ცხოველები უზრუნველყონ შესაბამისი კვებითი ღირებულების მქონე საკვებით”.-ნათქვმია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.