- ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტექნიკის გამოყენებით ქვა-ღორღისგან და ნატანი მასისგან იწმინდება შიდა გზები და სანიაღვრე არხები.
ქალაქ ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სარდაფიდან ამოიტუმბა წყალი დო მოირეცხა ეზო.
სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების“ წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის: 22-23 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები, სავარგულები, ჩამოირეცხა სასოფლო გზების ნაწილი, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ასევე დაიტბორა ქალაქ ხობში საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი.